Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგის ლიდერი წელს კეტი პერი გახდა

ჟურნალმა Forbes, 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგი გამოაქვეყნა.

წელს რეიტინგის ლიდერი კეტი პერია, რომელმაც მიმდინარე წელს 83 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. Forbes-ის მონაცემების მიხედვით, ფინანსური წარმატება მას საკონცერტო ტურმა Witness: The Tour მოუტანა.

მეორე ადგილზე ტეილორ სვიფტია, რომელმაც 80 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მან წელს ახალი ალბომი Reputation გამოუშვა, რომლის გაყიდვების ტირაჟმა 2 მილიონი ეგზემპლარი შეადგინა.

მესამე ადგილზე წინა წლის ანალოგიური რეიტინგის ლიდერი ბიონსე გავიდა, რომელმაც მიმდინარე წელს 65 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მომღერალმა წელს, თავის მეუღლე ჯეი-ზისთან ერთად ახალი ალბომი Everything is Love გამოუშვა.

Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგის ათეულში მოხვდა პინკი (53 მილიონი აშშ დოლარი), ლედი გაგა (50 მილიონი აშშ დოლარი), ჯენიფერ ლოპესი (47 მილიონი აშშ დოლარი), რიანა (37,5 მილიონი აშშ დოლარი), ჰელენა ფიშერი (32 მილიონი აშშ დოლარი), სელენ დიონი (31 მილიონი აშშ დოლარი) და ბრიტნი სპირსი (30 მილიონი აშშ დოლარი).

გასული წლის ამავე რეიტინგის ლიდერი ბიონსე იყო. მან ალბომ Lemonade-ის და საკონცერტო ტურნეს მეშვეობით 105 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილს კი ადელი იკავებდა, რომელიც წელს Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგის ათეულშიც კი ვერ მოხვდა. ტეილორ სვიფტი კი წინა წელს, 44 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შემოსავლით მესამე ადგილზე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად