FORBES GEORGIA-ს პარტნიორები ხვალ, აქციონერთა ახალ შემადგენლობას გაასაჯაროვებენ

Tbilisi Marriot-ში Forbes Georgia-ს პარტნიორთა პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც Forbes Georgia-ს ახალი აქციონერებისა და მთავარი რედაქტორის ვინაობის შესახებ გადაწყვეტილება გასაჯაროვდება.

პრესკონფერენციას Forbes Georgia-ს გამომცემელი მაია მირიჯანაშვილი და ყაზახური Forbes-ის გამომცემელი, ბიზნესმენი არმანჟან ბაიტასოვი გამართავენ.

სს Media Partners-ის (Forbes Georgia-ს მფლობელი) აქციონერთა შემადგენლობა იცვლება და მისი 90%-ის მფლობელი ბიზნესმენი არმანჟან ბაიტასოვი (United Asia Business) გახდება. დარჩენილ 10%-ს შეისყიდის გიორგი ისაკაძე (GI Media Group), რომელიც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის პოზიციასაც დაიკავებს. ამავდროულად გიორგი ისაკაძე ტელეკომპანია Maestro-ს ტელეპროექტების, “ბიზნესკონტაქტისა” და “საქმიანი დილის” ავტორი და მენეჯერია.

არმანჟან ბაიტასოვი, გარდა იმისა, რომ ყაზახეთის Forbes-ის გამომცემელია, ფლობს უმსხვილეს მედიააქტივებს – სატელევიზიო არხებს Muzzone-ს, NBT-სა და TAH-ს; ასევე ფლობს სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგ ICON-ს, რომელიც, თავის მხრივ, მრავალი პოპულარული გამოცემისა და ჟურნალ-გაზეთის მეპატრონეა.

პრესკონფერენცია Tbilisi Marriot-ში 12 ოქტომბერს 12 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად