Forbes: ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულება კვლავ 4.8 მილიარდი დოლარია

Forbes-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულება კვლავ 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოცემამ მარტში მილიარდერის ქონება 1.5 მილიარდი აშშ დოლარით, 3.3 მილიარდ აშშ დოლარამდე შეამცირა, თუმცა რამდენიმე კვირაში ის კვლავ 4.8 მილიარდი აშშ დოლარის დონეზე დააბრუნა. ამ თანხით ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმდიდრესი და მსოფლიოს რიგით 589-ე უმდიდრესი ადამიანია.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად კი, ამჟამად ივანიშვილის ქონება 5.82 მილიარდი აშშ დოლარია. შესაბამისად, ამ ორ შეფასებას შორის სხვაობა ამჟამად 1.02 მილიარდი აშშ დოლარია.

Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და 6.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...