Forbes: 2017 წლის ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი ჯოან როულინგია

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა 2017 წლის ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები დაასახელა.

პირველ ადგილს ბრიტანელი მწერალი, "ჰარი პოტერის" წიგნების ავტორი ჯოან როულინგი იკავებს. გამოცემის სტატისტიკის თანახმად, მან 12 თვის განმავლობაში 95 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

მეორე ადგილს პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ იკავებს (93 მილიონი აშშ დოლარი). მესამე ადგილზეა ბრიტანული ჯგუფი Coldplay (88 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო მეოთხეზე – აგრეთვე ინგლისელი მომღერალი ადელი (69 მილიონი აშშ დოლარი).

მეხუთე ადგილზე შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერია 64 მილიონი აშშ დოლარიანი შემოსავლით, ხოლო მას ისევ ბრიტანელები მოსდევენ – ელტონ ჯონი და შეფ-მზარეული გორდონ რამზი (ორივეს 60-60 მილიონი აშშ დოლარი). მერვე ადგილზე კი მომღერალი პოლ მაკარტნია 54 მილიონი აშშ დოლარით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...