FIFA-ს ყოფილმა აღმასრულებლებმა რუსეთისა და ყატარისაგან ქრთამი აიღეს – FBI-ს დასკვნა

FIFA-ს ყოფილმა აღმასრულებლებმა ქრთამი აიღეს, იმის სანაცვლოდ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთსა და ყატარისთვის მასპინძლობის მასპინძლობის უფლებისათვის ხმა მიეცათ, – ამის შესახებ დასავლური მედია ამერიკელ პროკურორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ბრიტანული BBC წერს, FBI-ს ხაანგრძლივი გამოძიების საბრალდებო დასკვნა ორშაბათს ამერიკის საოლქო სასამართლოში გამოცხადდა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

დოკუმენტების თანახმად FIFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს შესთავაზეს ქრთამი და სანაცვლოდ მიიღეს ხმები.

იუსტიციის დეპარტამენტი ბრალდებას ამყარებს სამხრეთ ამერიკის კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლას ლეოზის და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის რიკარდო თეიქეირას წინააღმდეგ. ორივეს ბრალად ედებათ ყატარის სასარგებლოდ ხმის მიცემა ქრთამის სანაცვლოდ.

რუსეთმა ასევე გადაუხადა ტრინიდადის და ტობაგოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს ჯეკ უორნერს 4 მილიონი ფუნტის ოდენობის ქრთამი რუსეთის სასარგებლოდ ხმის მიცემისათვის, რათა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში ჩატარებულიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად