FIFA-მ პრემიერლიგის 5 კლუბი ბრაზილიის ფედერაციის საჩივრის საფუძველზე დასაჯა

FIFA-მ ინგლისური პრემიერლიგის 5 კლუბს 5 დღის განმავლობაში აუკრძალა იმ ბრაზილიელი ფეხბურთელების გამოყენება, რომლებიც მათ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ არ გაუშვეს. ამის მიზეზი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის მიმართვა გახდა.

აკრძალვა 8 ბრაზილიელ ფეხბურთელს ეხება, რომლებიც ლივერპულის, მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედის, ჩელსისა და ლიდსის ღირსებას იცავენ. მათ პრემიერლიგის მომდევნო ტურის გამოტოვება მოუწევთ, რომელიც 11-12 სექტემბერს გაიმართება.

საუბარია შემდეგ ფეხბურთელებზე: ალისონი, ფაბინიო, ფირმინიო (ლივერპული), ტაიგო სილვა (ჩელსი), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი), ედისონ მორაესი, გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი), რაფინია დიასი (ლიდსი).

ბრაზილია 5 სექტემბერს არგენტინას ხვდებოდა, თუმცა, მატჩი სტარტიდან მისი დაწყებიდან მალევე ჩაიშალა. სტუმართა რამდენიმე ფეხბურთელს კოვიდ-რეგულაციების დარღვევა დაბრალდა. სტადიონზე ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი “შეიჭრა” და მატჩი ჩაშალა.

კომენტარები
იტვირთება...