FIFA-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი გადადო

FIFA-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გადადების თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა რისი მიზეზიც კორონავირუსია.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის შესახებ იტალიური calciomercato.com წერს. ტურნირი დაგეგმილი იყო 2021 წლის ზაფხულში, მაგრამ იმის გამო, რომ UEFA-მ კორონავირუსით შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე ევროპის ჩემპიონატი 1 წლით გადადო, FIFA-ც იძულებული გახდა, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მასაც გადაედო, რომელიც ან 2021 წლის ბოლოსკენ ჩატარდება, ან მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

ამასთან FIFA-ში აცხადებენ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მათ 10 მილიონი ევრო გადაურიცხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად