Fdi Intelligence -ის რეიტინგში, ხარჯთეფექტურობის ინდექსით თბილისი პირველ ადგილზეა

ცნობილმა გამოცემა Fdi Intelligence -მა გამოაქვეყნა რეიტინგი ‘‘European Cities and Regions of the Future 2020/21’’ (მიმავლის ევროპის ქალაქები და რეგიონები 2020/2021), რომლის მიხედვითაც თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა ნომინაციაში Major European Cities of the Future 2020/2021 –Cost Effectiveness (მომავლის ევროპის მნიშვნელოვანი ქალაქები 2020/2021’’ -ხარჯთ-ეფექტურობა)

და მესამე ადგილზე პოზიციონირდა Small European Regions of the Future 2020/21 – Cost Effectiveness (მომავლის ევროპის მცირე რეგიონები 2020/2021 – ხარჯთ-ეფექტურობა) ნომინაციაში.

ევროპის მნიშვნელოვანი ქალაქების საუკეთესო ნომინანტებს შორის არიან ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი, პარიზი, ვარშავა, მადრიდი, ამსტერდამი და დუბლინი.

რეიტინგის შედგენისას მონაცემები შეგროვებულ იქნა 505 ლოკაციიდან ევროპის მასშტაბით და შეფასდა ხუთი კატეგორიის მიხედვით: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი, ხარჯთ-ეფექტურობა, დაკავშირებულობა და ბიზნესისადმი მეგობრულობა (Economic Potential, Human Capital and Lifestyle, Cost Effectiveness, Connectivity and Business Friendliness). თბილისის მერიამ Fdi Intelligence გამოცემას აქტიური მხარდაჭერა გაუწია ქალაქის შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცესში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად