FDA და CDC აცხადებენ, რომ ვაქცინის მესამე დოზა საჭირო არ არის

კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს დამატებით, მესამე დოზა აცრა არ სჭირდებათ, – ამის შესახებ შეერთებული შტატების „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების“ და „სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„შეერთებულ შტატებს გაუმართლა, რომ აქვს ძალიან ეფექტური ვაქცინები, რომლებიც 12 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომია. ადამიანები, რომლებიც სრულად ვაქცინირებული არიან, დაცულები არიან მძიმე დაავადებებისა და ლეტალური შემთხვევებისგან, მათ შორის ამჟამად ქვეყანაში არსებული კორონავირუსის ისეთი ვარიანტებისგან, როგორიც „დელტაა“. ადამიანები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული, რისკის ქვეშ იმყოფებიან.

FDA, CDC და NIH ჩართულნი არიან მეცნიერებაზე დაფუძნებულ პროცესში, რათა განიხილონ, არის თუ არა საჭირო გამაძლიერებელი დოზა. ეს პროცესი ითვალისწინებს ლაბორატორიულ მონაცემებსა და კლინიკური კვლევების მონაცემებს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიების მონაცემებს, მაგრამ მხოლოდ ამ მონაცემებს არ ეყრდნობა. ჩვენ ვაგრძელებთ ნებისმიერი ახალი მონაცემების გადახედვას, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება და საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას. ჩვენ მზად ვართ გამაძლიერებელი დოზებისთვის, თუ მეცნიერება ცხადყოფს, რომ ის საჭიროა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...