FBI- ს ყოფილი უფროსი: თუ ტრამპს ხელმეორედ აირჩევენ, ახალ ზელანდიაში გადავცხოვრდები

FBI- ს ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომიმ გაიხუმრა, რომ შეერთებულ შტატებს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მეორე ვადით აირჩევენ. ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

ნეშვილში გამართულ კონფერენციაზე ჯეიმს კომის ჰკითხეს, რას იზამს, თუ დონალდ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

მან უპასუხა, რომ ამჯობინებს მიმდინარე მოვლენებს “ახალი ზელანდიიდან” დააკვირდეს.

”ახალ ზელანდიაში, ჩემს ახალ სახლში ვიქნები, მაინც დავჯერდებოდი ამერიკას”,- დასძინა კომიმ. მის კომენტარს აუდიტორიაში ხმამაღალი სიცილი მოყვა.

FBI- ს ყოფილმა ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ ბანაკებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება არსებობს.

”ჩვენ პოლიტიკასთან დაკავშირებით დიდი უთანხმოება გვაქვს, მაგრამ საერთო ერთი რამ გვაქვს- ღირებულებები”, – განაცხადა ჯეიმს კომიმ.

2017 წლის მაისში დონალდ ტრამპმა  ჯეიმს კომი FBI- ს დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა. მაშინ კომი აშშ-ს არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას იძიებდა. ის ასევე ჰილარი კლინტონის ოფიციალური მიმოწერის გახმაურებულ საქმეზე გამოძიებას ხელმძღვანელობდა. ამერიკის ლიდერის თქმით, მან ჯეიმს კომი თანამდებობიდან “არაეფექტური ხელმძღვანელობის” გამო გაათავისუფლა. დონალდ ტრამპმა კომი ჰილარი კლინტონის საქმეზე მუშაობის გამო გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად