FBI-ი აცხადებს, რომ ტრამპისთვის გაგზავნილი საწამლავის შემცველი პაკეტი კანადიდან არის

კანადის სამეფო პოლიცია შეუერთდა FBI-ს გამოძიებას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ძლიერმოქმედი საწამლავის – რიცინის პაკეტის გაგზავნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ CBC წერს.

“კანადის სამეფო პოლიციამ დაადასტურა, რომ მათ მიიღეს თხოვნა FBI-სგან, თეთრ სახლში გაგზავნილ საეჭვო პაკეტთან დაკავშირებით გამოძიებაში დახმარების თაობაზე. გამოძიების შედეგად მიღებული საწყისი ინფორმაცია მიუთითებს, რომ პაკეტი კანადიდან არის”, – თქვა პოლიციის სპიკერმა დენ ბრაიანმა.

მანამდე CNN-მა, სამართალდამცავი ორგანოების ორი წყაროს მითითებით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერშხამიანი რიცინი იპოვნეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ პაკეტში. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებულმა ორმა ტესტმა დაადასტურა რიცინის არსებობა. თეთრი სახლისთვის გაგზავნილი ყველა ფოსტა მოწმდება შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციის გარეთ.

რიცინი ძალიან ტოქსიკური შხამია, რომელიც აბუსალათინის თესლიდან გამოიყოფა. ტერორისტებმა იგი წარსულში არაერთხელ გამოიყენეს. გარკვეული დოზით, რიცინი იწვევს სიკვდილს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად