FAO: ბოლო 20 წლის განმავლობაში, პირველად, ხორცის წარმოება შემცირდება

2019 წელს, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, პირველად, ხორცის წარმოება შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ავრცელებს.

ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ პირუტყვის ხორცის წარმოება 335 მილიონი ტონა იქნება, რაც შარშანდელთან შედარებით, 1% -ით ნაკლებია.

FAO– ს თანახმად, წარმოების ვარდნის ძირითადი მიზეზი, ჩინეთში აფრიკული ჭირის ეპიდემიის გავრცელებაა, რამაც ღორის პოპულაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ორგანიზაცია ასევე პროგნოზირებს, რომ არგენტინაში, ბრაზილიაში, ევროკავშირსა და აშშ-ში ფრინველის წარმოების ზრდაა მოსალოდნელი.

ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ 2019 წელს ხორბლისა და სიმინდის გლობალური წარმოება გაიზრდება.

მათი ვარაუდით, შაქრის, ზეთისხილის და ბრინჯის მოცულობა შემცირდება, ხოლო თევზის ინდუსტრიის ინდიკატორები უცვლელი დარჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად