Facebook-სა და Instagram-ზე მცირე ხნით წვდომა შეზღუდული იყო

სოციალურ ქსელ Facebook-სა და Instagram-ზე მცირე ხნით წვდომა შეზღუდული იყო.

სოციალურ ქსელ Facebok-სა და Instagram-ზე  მომხმარებლებს წვდომა თბილისის დროით, დაახლოებით 16:25 წუთზე შეეზღუდათ, თუმცა კავშირი ამავე დროით, დაახლოებით 16:49 წუთზე აღდგა.

აღნიშნული სოციალური ქსელის მომხმარებლები ამ დროის განმავლობაში Facebook-ითა და Instagram-ით ვერ სარგებლობდნენ, ასევე მიუწვდომელი იყო messenger-ი.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც facebook-ი და Instagram-ი დროებით ითიშება.  ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ იყო სოციალური ქსელები დროებით მიუწვდომელი. აღნიშნულ საკითხზე კომპანიას ამ ეტაპზე განმარტება არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად