facebook: რუსეთი და ჩინეთი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ

რუსეთი, ირანი და ჩინეთი ცდილობენ, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა მოახდინონ. ამის შესახებ Facebook– ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

როგორც ცუკერბერგმა NBC News– სთან ინტერვიუში განმარტა, ეს ქვეყნები მიზნის მისაღწევად უფრო დახვეწილ ტაქტიკას იყენებენ.

Facebook-ის დამფუძნებელი ირწმუნება, რომ სოციალურმა ქსელმა არჩევნებში ჩარევის მცდელობა უნდა აღკვეთოს, რადგან 2016 წლიდან კომპანიამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ასევე ინდოეთსა და ბრაზილიაში გარე ძალების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

”ჩვენ შეგვიძლია სწრაფად გამოვავლინოთ ისინი (ჩარევის მცდელობები -“აიპრესი” ) და საჭირო ზომები მივიღოთ”,- განაცხადა Facebook-ის ხელმძღვანელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “კომპანიის სისტემები ახლა ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე წარსულში”.

21 ოქტომბერს, კომპანიამ განაცხადა, რომ მათ Facebook-სა და Instagram-ზე რამდენიმე ჯგუფი და ანგარიში წაშალეს, რომლებიც “კოორდინირებულ არაუფლებამოსილ ქმედებაში” მონაწილეობდნენ.

სოციალურმა ქსელმა ისინი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საარჩევნო პროცესებზე შესაძლო გავლენის თავიდან აცილების მიზნით წაშალა.

Facebook-ის ცნობით, ოთხი ქსელიდან სამი წარმოშობით ირანული იყო, მეორე კი რუსული.

”მათი სამიზნე აშშ, ჩრდილოეთ აფრიკა და ლათინური ამერიკა იყვნენ. ვინც ამ საქმიანობაში იყნენ ჩართული, თავიანთი მოქმედებების კოორდინაციას ახორციელებდნენ  და ამისთვისა ყალბ ანგარიშებს იყნებდნენ”,- ნათქვამია Facebook-ის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად