Facebook-მა რამზან კადიროვის ინსტაგრამ ანგარიში დაბლოკა

Facebook Inc.-მა დაბლოკა რამზან კადიროვის ანგარიში თავის სოციალურ ქსელ Instagram-ში, სადაც გადაწყვეტილება იმით განმარტა, რომ ჩეჩნეთის ლიდერს აშშ-ში სანქციები დააკისრეს.

“როგორც ამერიკული კომპანია, ჩვენ ვმოქმედებთ აშშ-ს სანქციების შესახებ კანონმდებლობის ფარგლებში და მუდმივად ვიღებთ ზომებს ჩვენი იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში, ჩვენ წაშალეთ იმ პირის ანგარიშები, ვინც სანქციების ქვეშ იმყოფება, ისევე, როგორც ადრე.” – აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი.

აშშ-ს ხელისუფლებამ კადიროვის წინააღმდეგ სანქციები 2017 წლის დეკემბერში დააწესა. ჩეჩნეთის ხელმძღვანელი შესული იყო სანქციების სიაში, რომელიც შედგენილია მაგნიცკის კანონის შესაბამისად. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციების დაწესება განმარტა იმით, რომ აშშ-ს ხელისუფლება კადიროვს პასუხისმგებელ პირად მიიჩნევს “მკვლელობების, წამებისა და ადამიანის უფლებების სხვა მასშტაბური დარღვევებისათვის”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად