Facebook-მა მთავარ გვერდზე სლოგანი შეცვალა

სოციალურმა ქსელმა Facebook- მა თავის მთავარ გვერდზე სლოგანი შეცვალა. ახლა ის ასე ჟღერს: ”რეგისტრაცია. სწრაფი და მარტივი. ”(დარეგისტრირება. ეს სწრაფი და მარტივია). ცვლილების შესახებ Business Insider-ი წერს.

წინა ვერსია ასეთი იყო: “ეს უფასოა და ყოველთვის ასე იქნება”.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპანიას ცვლილებების აფიშირება არ მოუხდენია.
ჟურნალისტებმა Wayback Machine-ს ონლაინ არქივის საშუალებით დაადგინეს, რომ ტექსტი 6 ან 7 აგვისტოს შეიცვალა.

ჟურნალისტებმა Facebook-ს სთხოვეს განმარტონ, თუ რასთან არის ცვლილებები დაკავშირებული, მაგრამ კომპანიას ჯერ არ უპასუხია.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ვებ-გვერდის წესებში, ლოზუნგის შეცვლის მიუხედავად, ნათქვამია: “ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმა ყოველთვის უფასო იქნება.”
იურისტი და ციფრული სამართლის ექსპერტი ხოსე ანტონიო კასტილო, მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა მაისში მიღებულ ევროპარლამენტის დირექტივას უკავშირდებოდეს, რომელიც პერსონალურ მონაცემებს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...