Facebook-მა, მონიტორინგის შედეგად ასობით ყალბი ქართული გვერდი გააუქმა

Facebook-მა, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ყალბი გვერდები და მათთან დაკავშირებული ანგარიშები გააუქმა. მათ შორის არის “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი გვერდები, ფეისბუქ ანგარიშები, ჯგუფები და ინსტაგრამ ანგარიშები.

Facebook-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აპრილში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაუქმდა შემდეგი ქართული გვერდები და ანგარიშები:

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი – 511 გვერდი, 101 ფეისბუქ ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ ანგარიში, რომლებიც Facebook-მა მედია ორგანიზაცია Espersona-ს ქსელს დაუკავშირა. Facebook-ის ინფორმაციით, Espersona-სთნა დაკავშირებული რესურსები ეჭვმიტანილი არიან კოორდინირებულ არააუთენტურ მოქმედებაში, რომლებიც საჯაროდ გამოავლინა ფაქტების გადამამოწმებელმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი – 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამ ანგარიში, რომლებიც მონიტორინგმა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშირა. აღნიშნული რესურსები ასევე ეჭვმიტანილი არიან კოორდინირებულ არააუთენტურ მოქმედებაში. როგორც Facebook-ის ადმინისტრაცია იუწყება, შეფასებაზე ამ შემთხვევაში გავლენა იქონია ადგილობრივმა საჯარო საჩივრებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად