Facebook-მა მარკეტოლოგებისთვის ინტერნეტ-კურსების ჩატარება დაიწყო

სოციალურმა ქსელმა სისტემაში საიტი Learn How გაუშვა მარკეტოლოგებისა და ბრენდებისათვის, რომელბსაც Facebook-ში მუშაობა ახალი დაწყებული აქვთ.სასწავლო მასალა განთავსებულია 14 ენაზე, თუმცა რუსული ენა ჯერ-ჯერობით მათ შორის არაა. ამის გარდა, კომპანიამ განაახლა თავისი ბიზნეს-საიტი.

Blueprint-ის პლატფორმაზე 10 სექციაა, სადაც 35 კურსია განთავსებული. ისინი გვერდის წინსვლაზეა გათვლილი, ეფექტური რეკლამებისა და სარეკლამო კამპანიების შექმნა, სარეკლამო მენეჯმენტთან მუშაობა, A/B-ტესტირება, სტატისტიკის კითხვა, განცხადებების გამოქვეყნების წესები, აპლიკაციებთან მუშაობა, წინსვლის საუკეთესო პრაქტიკა ამ სფეროში და სხვა მნიშვნელოვანი მომენტები.

ყველა კურსი დევს ტექსტის სახით და მოიცავს მაგალითებსაც კონკრეტული დავალებების შესრულების მიზნით. კურსი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. მომავალში კი, სხვა ენაზეც იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...