Facebook-მა და Instagram-მა პრობლემის მოგვარების შესახებ განაცხადეს და ბოდიში მოიხადეს

სოციალური ქსელების Facebook-ისა და Instagram-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ პრობლემების მოგვარება შეძლეს, რის გამოც გუშინ, 3 ივლისს მომსახურების თვალსაზრისით გლობალური ხარვეზები იყო. აღნიშნულის შესახებ სოციალური ქსელის ხელმძღვანელობა მიკრობლოგ Twitter- ზე იუწყება.

“ზოგიერთ ადამიანსა და კომპანიას პრობლემები შეექმნა, როდესაც გამოსახულებებს, ვიდეოებსა და სხვა ფაილს ჩვენს პროგრამებში ტვირთავდნენ ან გზავნიდნენ. ეს პრობლემა მოგვარდა, ჩვენ ყველაფერს 100%-ით დავუბრუნდით”, – განმარტავს Facebook- ის ხელმძღვანელობა.

თითქმის ანალოგიური სახის შეტყობინება გაავრცელა Instagram-მა. სოციალური ქსელების ხელმძღვანელებმა მომხმარებლებს ბოდიში მოუხადეს.

3 ივლისს, სოციალური ქსელების Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა. სოციალურ ქსელებში პრობლემა შეიქმნა ფოტოების გახსნისას, სხვა გვერდზე გადასვლისას და ა.შ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...