Facebook-მა, 2019 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდში 3,2 მილიარდი ყალბი ექაუნთი წაშალა

Facebook-მა 2019 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში 3,2 მილიარდი ყალბი ექაუნთი წაშალა, აგრეთვე მილიონობით პოსტი, რომელიც ბავშვებისადმი ცუდად მოპყრობას ეხებოდა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი სოციალურმა ქსელმა 1,55 მილიარდი ყალბი ექაუნთი წაშალა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, Facebook-მა პირველად გაავრცელა სტატისტიკა, რომელიც Instagram-ში, ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელების აღკვეთის მიზნით წაშლილი გვერდების რაოდენობას ეხება. სოციალური ქსელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი აქტიურად აფიქსირებს და აღკვეთს იმ კონტენტს, რომელიც დაკავშირებულია ტერორისტულ ორგანიზაციებთან – Facebook-ში 98,5% შემთხვევა, ხოლო Instagram-ში – 92,2%.

მიმდინარე წლის III კვარტალში კომპანიამ Facebook-ში 11,6 მილიონზე მეტი მასალა წაშალა, რომელზეც გაშიშვლებული სხეული და ბავშვების ექსპლუატაცია იყო გამოსახული, აგრეთვე ანალოგიური პუბლიკაციების რაოდენობამ Instagram-ში 754 000 შეადგინა. Facebook-მა საანგარიშო პერიოდში დაახლოებით 2,5 მილიონი პოსტი წაშალა, რომელზეც გამოსახული იყო თვითმკვლელობა, ან ზიანის მიყენება.

მაისში, Facebook-მა, ყალბი ექაუნთების შექმნის განსაკუთრებული გაზრდილი მაჩვენებელი დააფიქსირა. 2019 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, კომპანიამ ასეთი 2 მილიარდი ექაუნთი წაშალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად