Facebook-ის შეფერხების გამო, სოციალური ქსელის ორმა წამყვანმა მენეჯერმა თანამდებობა დატოვა

Facebook- ის ერთ-ერთ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა კრის კოქსმა და WhatsApp- ის ვიცე-პრეზიდენტმა, კრის დენიელსმა სოციალურ ქსელებში შექმნილი გლობალური კრიზისის გამო, თანამდებობის დატოვება გადაწყვიტეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

“ღრმა მწუხარებით მოგახსენებთ, რომ კომპანიაში მუშაობის 13 წლის შემდეგ გადავწყვიტე, თანამდებობა დავტოვო”, – დაწერა კოქსმა Facebook-ის გვერდზე.
მას არ დაუკონკრეტებია, რატომ ტოვებს კომპანიას, თუმცა facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს მადლობა გადაუხადა.
როგორც ცნობილია, 13 მარტს, Facebook-სა და Instagram-ზე ხელმისაწვდომის თვალსაზრისით პრობლემები შეიქმნა. სერვისის მიხედვით, Facebook-სა და Instagram-ზე ყველაზე მასშტაბური შეფერხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში შეიქმნა.

შეფერხების გამო, Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაზარალდნენ, ასევე გართულებული იყო წვდომა Messenger-სა და WhatsApp-ზე. კერძოდ, პოსტის გამოქვეყნების შესაძლებლობა, კომენტარების დაწერა და შეტყობინებების მიღება მიუწვდომელი იყო.

მოგვიანებით, კომპანიამ განაცხადა, რომ შეფერხებები თავდასხმის შედეგი არ იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...