Facebook-ის ოფისში ზარინის მსგავსი ნივთიერების შემცველი ამანათის გაგზავნის შემდეგ, ევაკუაცია განხორციელდა

კომპანია “ფეისბუქის” ოფისში, ზარინის მსგავსი ნივთიერების შემცველი ამანათი გაგზავნეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

Facebook- ის სპიკერის ენტონი ჰარისონის განცხადებით, კომპანიის ოთხი შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც საეჭვო ნივთიერებით ამანათი მიიღეს. მისი განმარტებით, კომპანიის ადმინისტრაცია გამოძიებასთან თანამშრომლობს.
“ხელისუფლებამ ჯერ ნივთიერება ვერ დაადგინა”,- განაცხადა ჰარისონმა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ჯონ ჯონსტონის განცხადებით, Facebook-ი ყველა შემომავალი ამანათის ტესტირებას ახორციელებს.
„ფეისბუქის“ ორ თანამშრომელს, რომლებმაც ამანათი მიიღეს, ზარინის ზემოქმედების რაიმე სიმპტომი არ აღმოაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას ფედერალური ბიურო აწარმოებს.

ზარინი ნერვული აგენტების რიცხვშია, რის გამოც მას ქიმიურ იარაღად იყენებენ. ის მასობრივი განადგურების იარაღთა სიაშია. 1997 წელს ქიმიური იარაღის კონვენციით ზარინის წარმოება და დასაწყობება აიკრძალა და ის ქიმიური იარაღის 1-ლ სიაში მოხვდა. 1994 წელს გაეროს სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით და უშიშროების საბჭოს 687-ე რეზოლუციით განადგურდა ერაყში არსებული ზარინის საცავები. ზარინის მცირე კონცენტრაციაც კი სასიკვდილოა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...