Facebook-ი ფულადი გადარიცხვების საკუთარ სისტემას აამოქმედებს

Facebook-მა შვილობილი კომპანია Calibra-ს შექმნის შესახებ განაცხადა, რომლის მთავარი მიზანიც, საკუთარი კრიპტოვალუტა Libra-ს მეშვეობით, მომხმარებლებისთვის ფინანსური მომსახურების გაწევა იქნება.

2020 წლის პირველ ნაწილში, Calibra გეგმავს, რომ წარადგინოს ციფრული საფულე Libra-სთვის, ახალი მსოფლიო ვალუტისთვის, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. საფულე ხელმისაწვდომი იქნება Facebook-ის აპლიკაციებში – Messenger-სა და WhatsApp-ში, აგრეთვე ცალკე სახის აპლიკაციის სახითაც.

სისტემას სამი ძირითადი ელემენტი ექნება: ბლოკჩეინ-პლატფორმა, შვეიცარიაში დარეგისტრირებული კომპანია Libra Association და აგრეთვე ფონდი Libra Reserve.

ბლოკჩეინ პლატფორმებისთვის შექმნილია პროგრამირების ენა Move. Facebook-ი აპირებს, რომ ბლოკჩეინ-პლატფორმის კოდში სპეციალური საძიებო პროგრამა ჩაუშვას. Libra კი ყველასთვის ღია იქნება, ვისაც კი წვდომა აქვს ინტერნეტთან. Libra-ს ბლოკჩეინში აგრეთვე შესაძლებელი იქნება თაღლითური, თუ არალეგალური ქმედებების მიგნება.

Libra Association – ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელშიც 2020 წლისთვის, როგორ სოციალური ქსელი ვარაუდობს, ასი წევრი შევა. Facebook-ის გარდა, ასოციაციის დამაარსებლებს შორის არიან:

საგადასახადო სერვისები Mastercard, Visa, PayPal, PayU და Stipe;

კომპანიები, განვითარებადი სერვისები – Booking, Lyft, Spotify, Uber, eBay, Farfetch;

სატელეკომუნიკაციო კომპანიები – Vodafone და Illad;

კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase, ბიტკოინ-საფულე Xapo, Bison Trails და Anchorage;

სავენჩურო ფონდები Andreessen Horowitz, Breakthrough Initiatives, Ribbit Capital, Thrive Capital, USV და სხვა.

სარეზერვო რესურსების საცავი დეცენტრალიზებული იქნება, რათა თავიდან იქნეს არიდებული თაღლითობის რისკები და უზრუნველყოფილი იქნეს აქტივების შენარჩუნების პროცესი. ახალი ტოკენების წარმოება მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება, რათა თავიდან იქნეს არიდებული ინფლაციის რისკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად