Facebook-ი კომპანიის ლიდერ პოზიციებზე შავკანიანთა წილს 30%-ით გაზრდის

ამერიკული კორპორაცია Facebook მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აპირებს, რომ შავკანიანი თანამშრომლების წილი მაღალ თანამდებობებზე 30%-ით გაზარდოს. ამის და შავკანიანი მოსახლეობის მხარდამჭერი სხვა ზომები კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

”ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ 2023 წლის ბოლოს, ჩვენი პერსონალის 50% იქნება უმცირესობის წარმომადგენლები და ამავდროულად შევეცდებით, რომ გაორმაგდეს შავკანიანთა და ესპანელთა რაოდენობა თანამშრომელთა შორის. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, რომ გავზარდოთ შავკანიანთა წილი 30%-ით ხელმძღვანელ თანამდებობებზე. გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას ლიდერობაში”. – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

კორპორაციამ განაცხადა, რომ წელს გამოყოფს 100 მილიონ აშშ დოლარს აშშ-ში შავკანიანი მხატვრების მხარდასაჭერად, ასევე აფროამერიკული მცირე ბიზნესის და არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა მიზნად ისახავს ამ საზოგადოების მხარდაჭერას. გარდა ამისა, სპეციალური სივრცე სახელწოდებით Lift Black Voices გამოჩნდება სოციალური ქსელის სივრცეში. იქ განთავსდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ებრძოლო რასობრივ უთანასწორობას და იქ ფერადკანიანი ადამიანები თავიანთი ისტორიების გაზიარებას შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად