Facebook-ი განიხილავს ახალ ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც “Like”-ების რაოდენობა არ გამოჩნდება

Facebook-ი განიხილავს ახალი ფუნქციის ამოქმედებას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლების პოსტებსა და ფოტოებს ქვემოთ აღარ გამოჩნდება მოწონებების რაოდენობა. ამის შესახებ TechCrunch წერს.

კომპანიაში TechCrunch-ს დაუდასტურეს, რომ მოწონებების მთვლელის გარეშე ვერსიას ტესტავენ. თუმცა, როგორც კომპანია აცხადებს, ეს ვერსია მომხმარებლებისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.

როგორც გამოცემა წერს, მოწონებების დაფარვამ შესაძლოა შეამციროს ზეწოლა მომხმარებლებზე და ახალი პოსტების უფრო ხშირი გაზიარება გამოიწვიოს. სტატიაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ Facebook-ს სურს თავიდან აირიდოს შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები იმის გამო არ აზიარებენ პოსტებს, რომ ეშინიათ, რომ ეს პოსტები საკმარისს მოწონებას ვერ დაიმსახურებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...