Facebook-ი და Instagram-ი პოსტებზე “ლაიქების” დამალვის ფუნქციას ამატებს

Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს მალე გაზიარებულ პოსტზე ე.წ “ლაიქების” მთვლელის დამალვის შესაძლებლობა ექნებათ. კერძოდ, თუ მომხმარებელს არ ენდომება სხვამ ნახოს თუ რამდენმა ადამიანმა მოიწონა მისი პოსტი, შეუძლია ეს ფუნქცია ჩართოს.

როგორც ამერიკული მედია წერს, რამდენიმეკვირიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები ახალ ფუნქციას ეტაპობრივად აამოქმედებენ.

როგორც Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ განაცხადა, ამ ფუნქციის დამატების იდეა ჯერ კიდევ 2019 წელს გაჩნდა, თუმცა, მისი განხორციელება პანდემიამ გადაავადა.

კომენტარები
იტვირთება...