Facebook ემზადება ზომების მისაღებად არჩევნების ფონზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით

ამერიკული კომპანია Facebook, რომელსაც ეკუთვნის ამავე სახელწოდების სოციალური ქსელი, აპირებს ებრძოლოს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და სიძულვილის შესაძლო გამოვლინებებს აშშ-ს მომავალი საყოველთაო არჩევნების ფონზე. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

კომპანია გეგმავს, ხელოვნურად შეამციროს იმ პუბლიკაციების გავრცელების სიჩქარე, რომლებიც მომხმარებლებში ძალიან მოთხოვნადია.

გამოცემის წყაროების თანახმად, ამგვარი მექანიზმების გამოყენება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დაინახონ ნაკლები დეზინფორმაცია, ძალადობისკენ მოწოდება. ამავე დროს, მსგავს ზომებს აკრიტიკებს კომპანიის ზოგიერთი თანამშრომელი, რომლებიც თვლიან, რომ ამ გზით მომხმარებლებს ჩამოერთმევა შესაძლებლობა სრულად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ დისკუსიაში.

სექტემბერში, სოციალური მედიის გლობალური პოლიტიკისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ნიკ კლეგმა განუცხადა Financial Times-ს, რომ Facebook “შეზღუდავს სოციალური მედიის შინაარსის განაწილებას აშშ-ს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არეულობის შემთხვევაში”, – თქვა კლეგმა და არ დაუზუსტებია რა ზომები შეუძლია მიიღოს სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ.

Facebook დაარსდა 2004 წლის 4 თებერვალს მარკ ცუკერბერგისა და სამი სტუდენტის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტში ყოფნის დროს. ბოლო შეფასებით, კომპანიის სოციალური ქსელის ყოველთვიური აუდიტორია 2.5 მილიარდ მომხმარებელს აჭარბებს. კომპანია ირწმუნება, რომ მსოფლიოში 2,89 მილიარდზე მეტი ადამიანი თვეში ერთხელ მაინც იყენებს მის ერთ-ერთ მომსახურებას. ამ ჩამონათვალში შედის სოციალური ქსელები Facebook და Instagram, ასევე WhatsApp და Messenger პროგრამები.

აშშ-ს საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად