ეზუგბაია: თუ ჩამოსული ტესტებით მარნეულის მოსახლეობას გამოვიკვლევთ, პრევენციისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ყველაზე ცხელი წერტილი ჩვენთვის არის მარნეული და მარნეულის პროცესის მოგვარება არის პრინციპში პროცესის მართვის და შეკავების პირველწყარო. თუ ეს ასე იქნება, რომ მიღებული ტესტები საკმარისი იქნება მარნეულის მოსახლეობის გამოსაკვლევად და ამით დადგინდება ინფიცირების ხარისხი და მოხდება პრევენცია, რათა მაქსიმალური შეზღუდვის ხასიათი მივცეთ, რომ შემდეგ არ გავრცელდეს, ეს იქნება ყველაზე საუკეთესო გამოსავალი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად