ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“დილის შემდგე მონაცემები არ შეცვლილა, დადასტურებული შემთხვევა 85-ია. სიახლე ის არის,  რომ ერთ პაციენტზე დილით ჩატარებული განმეორებითი ტესტირებით უარყოფითია. ანუ, ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მაგრამ მას ჯერჯერობით კლინიკა არ დაუტოვებია. სულ 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული, 15 ჩვენს კლინიკაში და 1 საჩხერის საავადმყოფოში” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად