ეზუგბაია: ქართული პირბადე გიცავთ ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან, ასევე covid19-ისგან

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე მინდა გაცხადება გავაკეთო, ტელესივრცეში და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადეებთან დაკავშირებით, რომელიც მე მიკეთია.
მე არ ვპასუხობ არავის, უბრალოდ ვლაპარაკობ და მოსახლეობას ვეუბნები, ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან, ასევე covid19-ისგან. ეს პირბადე ტესტირებული დაავადებათა კონტროლის უსაფრთოხების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ამიტომ მოსახლეობას ვეუბნები , ეს პირბადე არ არის საშიში, ის თქვენ დაგიცავთ და ამის მოხმარება შეიძლება“  – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად