ეზუგბაია: პირველად ჩვენს ცენტრში მოხდა არაინვაზიური ვენტილაცია, რომელიც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა

ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“პირველად ჩვენს ცენტრში მოხდა არაინვაზიური ვენტილაცია, თითქმის ყველა ავადმყოფთან გამოვიყენეთ ეს რეჟიმი, რომელიც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და შედეგებიც კარგია. თუ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს მეთოდი, ამის ახსნა რთულია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ინვაზიური და არაინვაზიური ვენტილაცია,”- განუცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

როგორც მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში მოთავსებული მძიმე პაციენტების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

“მძიმე პაციენტებს მდგომარეობა სტაბილურია, დაავადების პროგრესირება არცერთ მათგანთან არ შეიმჩნევა. კრიტიკული პაციენტები, რომლებიც გამოვიყვანეთ კრიტიკული მდგომარეობიდან და, ამ ეტაპზე, როგორც მძიმე პაციენტებს, ისე განვიხილავთ, მათთანაც მდგომარეობა სტაბილურია, არათუ დაავადების პროგრესირება, არამედ გაუმჯობესებაა დინამიკაში. 2 ასეთი პაციენტია. მძიმე პნევმონია 17-ს აღენიშნება. შემიძლია გითხრათ, რომ სულ 5 კრიტიკული პაციენტი გვყავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად