ეზუგბაია: ნუ შეგაქვთ ეჭვები, ქვეყანას შესაშური სტატისტიკური მონაცემები აქვს, რაც ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს

“საქართველოში პირველი ეტაპი, რასაც ვირუსის შეკავების პერიოდი ერქვა, შესაშური შედეგებით დამთავრდა”.

ამის შესახებ თბილისის ინფგექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიამ ურანლაისტებს განუცხადა და განმარტა, რომ  სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად სწორია და ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

„ვირუსის შიდა გავრცელების პერიოდი, საბედნიეროდ, გრძელდება კონტროლირებადი,ზომიერი მატებით. ეს სტატისტიკური მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი. ტელეჟურნალისტების რაღაც ნაწილს რატომ უჩნდებათ კითხვები, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები, არის დამალული მონაცემები, არ ვიცი. ასე მგონია, თითქოს სურვილი აქვთ, მართლა მეტი იყოს, შთაბეჭდილება იქმნება ასეთი, თორემ სინამდვილეში არსებული მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი, ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. შესაშური სტატისტიკური მონაცემებია, რომელიც დადო ქვეყანამ და ეს ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს. ძალიან გთხოვთ, ნუ გაქვთ ეჭვები ამ სტატისტიკურ მონაცემებში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად