ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პაციენტს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და ჯერჯერობით გართულებას ადგილი არ აქვს.

„ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დღესაც სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს. ლაბორატორიული კვლევა ყოველდღიურად კეთდება – სისხლის საერთო ანალიზი და ამ დაავადებისთვის საჭირო კრიტერიუმების შემფასებელი გამოკვლევები. გუშინდელი კვლევებითაც სიტუაცია სტაბილურია. ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ აქვს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად