ეზუგბაია: კორონავირუსის შიდა გავრცელებაზე ჯერ ლაპარაკი არ არის

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დღეს დილიდან აღებულ 11 პაციენტზე მიღებულია ტესტი ყველგან უარყოფითი. ეს პაციენტები თანდათანობით დატოვებენ ჩვენ ცენტრს, ზოგი საკარანტინო სივრცეში და ზოგი თვით იზოლაციაში გადავა.
აღებული დღის მეორე ნახევრისთვის კვლავ 11 ტესტი და გვიან ღამით ველოდებით პასუხს და შედეგები დილით იქნება ცნობილი.
ინფიცირებული პაციენტები მდგომარეობა დილიდან საღამომდე სტაბილურად რჩება. არცერთი მატანის მდგომარეობა არ გაუარესებულა.

ჩემთვის როგორც ცნობილია, ჯერ შიდა გავრცელებაზე ლაპარაკი არ არის.
ინფიცირების წყარო მხოლო დ ერთ შემთხვევაში არ არის ცნობილი. დანარჩენ შემთხვევაში მოგზაურობს ისტორია არსებობს თითოეულ პაციენტზე ან კონტაქტში მყოფ პირზე“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად