ეზუგბაია: ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას 210-ით აჭარბებს covid19-ისგან გამოჯანმრთელებულები

„დღეს მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა შეემატა და 702 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. დადასტურებული გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 24-ით; იყო 432, ახლა გვყავს 456 ” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით,

“ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 234 პაციენტი მკურნალობს. სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის კარგად გაიზარდა და აჭარბებს გამოჯანმრთელებულები 210 ციფრით.

ახალი დადასტურებული შემთხვევა არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.

ჩვენთან 30 კოვოდდადასტურ4ებული მკურნალობა. მდგომარეობა არ შეცვლილა. კვლავ ორი მძიმე პაციენტი გვყავს, მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესებულა ამ დღეების განმავლობაში, სტაბილურია და ძალიან უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად