ეზუგბაია: გუშინდელს თუ შევადარებთ, კორონა ვირუსის 8 შემთხვევა დაგვემატა

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს 156 დადასტურებული შემთხვევა, გუშინდელს თუ შევადარებთ, 8 შემთხვევა დაგვემატა. ამ რვა შემთხვევიდან ჩვენს ცენტრში არცერთი ახალი არ არის. ჩვენ გუშინ მივიღეთ პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც გერმანიიდან ჩამოვიდნენ, მათ დღეს გაუკეთდებათ ტესტირება და დღის ბოლოსთვის მეცოდინება პასუხები. რაც შეეხება ჩვენი პაციენტების მდგომარეობას, მდგომარეობა დასტაბილურებულია, იმ თვალსაზრისით, რომ კრიტიკული ორი რომ გვყავდა, ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული ერთი დაგვრჩა. მეორე კრიტიკულის მდგომარეობა სტაბილურია, ჯერჯერობით კვლავ მძიმეა. ერთი კრიტიკული გვყავს და 4 მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობასა და მკურნალობას საჭიროებენ. რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება მათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და პროგნოზირება შესაძლებელი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად