ეზუგბაია: გუშინ კლინიკიდან 6 გამოჯანმრთელებული მოზარდი გაეწერა, დაგვრჩა ერთი არასრულწლოვანი

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გუშინ დილიდან დღემდე გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევიდან ოთხი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა.

ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კოვიდცენტრებში 264 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

“ჩვენთან გუშინ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. 136-დან 97 პაციენტია უკვე ჩვენთან გამოჯანმრთელებული. საინტერესო ის არის, რომ ექვსივე გამოჯანმრთელებული მოზარდია. მათ დატოვეს კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ერთი არასრულწლოვანი დაგვრჩა. დანარჩენი ყველა გამოჯანმრთელებული გაეწერა ბინაზე”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად