ეზუგბაია: გუშინ 19 პაციენტზე გაკეთდა ტესტირება- არცერთი არ იყო დადებითი

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თქვენ იცით, რომ მარტივი რომ იყოს მოსახლეობის მე ვლაპარაკობ 24 საათია მონაცემებზე.
გუშინ დილამ ამ დროისთვის გვყავდა 108 პაციენტი, ახლა გვყავას 115, დაგვემატა 7 პაციენტ. ამ შვიდიან 2 ჩვენთან არის, დანარჩენი 5 არის, ადრე ვაცხადებდი რომ 6 „კოვიდის“ მიმღები ცენტრი იყო, უკვე გაზრდილია და 9 „კოვიდის“ მიმღები ცენტრია. ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდში დაემატა.
ამ 115 პაციენტიდან 55 არის ჩვენი პაციენტი, დანარჩენი არის 9 კოვიდის მიღებ დაწესებულებაში.
დაგვემატა 1 გამოჯანმრთელებული, რომელმაც დატოვა ჩვენი ცენტრი, ჩვენ უკვე გვყავას 19 გამოჯანმრთელებული, 3 საჩხერეში და ჯამში გვყავს 22 გამოჯანმრთელებული შემხვევა.
ჩვენ საავადმყოფოში 32 ინფიცირებული მკურნალობს. ჩვენთან მონაცემები არ შეცვლილა, უბრალოდ დაგვემატა 1 მძიმე პაციენტი, რომელიც შემოსვლის დროს იყო საშუალოზე მძიმე, მაგრამ, დაავადებამ განიცადა პროგრესირება, მუხედავად დაწყებული მკურნალობისა, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არაკრიტიკული. დანარჩენი ოთხის მდგომარეობა უცვლელია. იცით თქვენ, ორი პაციენტი გვყავს, რომელთა სტაბილიზება ჯერ ვერ მოხერხდა, დანარჩენი ორის სტაბილიზაცია არის, რამდენიმე დღეს დავაკვირდებით და მერე, ალბათ ვიტყვით პროგნოზულად გამოსავალი როგორი გვექნება.
ორი ახალი შემოყვანილის წყარო ცნობილია თუ არა არ ვიცი, მაგრამ კონტაქტები ცნობილია. იცით თქვენ, ორივე პაციენტის წყარო არის დაუდგენელი, ვერ ხერხდება პირველწყაროს დადგენა.
ამ ერთ-ერთი ჯგუფიდან არის ეს ორი პაციენტი, რომელიც ჩვენთან შემოვიდა.
გუშინ 19 პაციენტზე გაკეთდა ტესტირება და ჩვენგან არცერთი არ იყო დადებითი. მხოლოდდამხოლოდ განმეორებით პასუხებში, ზოგთან მეტნაკლებად არის კონცენტრაციის მნიშვნელოვნად შემცირება. თითქმის უარყოფითი, მაგრამ ამას ვერ ვწერთ, განმეორებითი ტესტით ვიტყვით რა სიტუაციაა. ოფიციალურად ყველა ნეგატიურად ითვლება.
იცით თქვენ , ეს 2 პაცინეტი შემოგვიყვანეს ჩვენ, ჩვენთან არ მომხდარა მათი დადასტურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად