ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა, ჩვენ ცენტრს პნევმონიით 5 პაციენტი დაგვემატა

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განცხადა.

მისი თქმით, მათი ცენტრიდან დღეს საღამოს ელოდებიან 7 პაციენტის პასუხს.

“ჩვენს ცენტრში ჩატარებული კვლევებით, ორი პაციენტი შეემატა გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან 35-დან ავედით 37-მდე ავედით, სულ კი ქვეყანაში 50-ია.

ჩვენი ცენტრიდან დღეს საღამოს ველოდებით 7 პაციენტის პასუხს. იცით, რომ შეგვემატა პაციენტები და მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუარესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანდათანობით პნევმონია გამოვლინდა. ჩვენ გვყავდა ორი პაციენტი მძიმე პნევმონიით. ამ ეტაპზე შეგვემატა 5 პაციენტი პნევმონიით. ჯერჯერობით პროგრესირებს, ვნახოთ თუ პროგრესირება არ გაგრძელდა დაწყებული მკურნალობის ფონზე, სტაბილიზაციის შედეგად ალბათ დაგვეწყება გამოჯანმრთელება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად