ეზუგბაია: covid19-ის პირველი შემოტევა გადავლახეთ, მაგრამ, ნუ გავთამამდებით, შევიკავოთ თავი თავყრილობებისგან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას 210-ით აჭარბებს covid19-ისგან გამოჯანმრთელებულები

“ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 234 პაციენტი მკურნალობს. სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის კარგად გაიზარდა და აჭარბებს გამოჯანმრთელებულები 210 ციფრით”. განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ თავყრილობებისგან.

“თუ მონაცემები ასეთი სტაბილური დაგვრჩება, ალბათ, ვირუსის პირველი შემოტევა გადავლახეთ, მაგრამ ამითი ნუ გავთამამდებით. მინდა მოსახლეობას მივმართო, მიუხედავად აკრძალვების მოხსნისა, მაინც შეზღუდულად ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. დავიწესოთ თვითშეზღუდვები. დარჩი სახლში უნდა დარჩეს, ოღონდ აუცილებელ შემთხვევაში დავტოვოთ სახლი.

როგორც ჩემთვის ცნობილია, ქუჩებში, ეზოებში რამდენიმე დღეა შეინიშნება ხალხმრავალი ადგილები, ვთხოვდი მოსახლეობას, თავი შევიკავოთ, აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ სახლიდან. შევიკავოთ თავი თავყრილობებისგან.

მიღებული შედეგების გამყარებისთვის აუცილებელია, თვითშეზღუდვების გაგრძელება. ქვეყანას, ეკონომიკას სჭირდება განვითარება და ამისთვის შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო, მაგრამ ჩვენ, მე, თქვენ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეხედოს ამ სიტუაციას გაგებით და ეცადოს ნაკლებად მიიღოს მონაწილეობა თავყრილობებში” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად