ეზუგბაია: ჩვენთან გუშინ 4 ახალი შემთხვევა შემოვიდა, მათ დღეს ჩაუტარდებათ გაფართოებული კვლევა

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩვენთან გუშინ შემოვიდა 4 ახალი შემთხვევა, მათ შორის იცით, რომ ბათუმიდან მოდიოდა მოზარდა თავის მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს, მშობელს დადასტურებული არ აქვს, მაგრამ მასაც უკვე კლინიკური სიმპტომები აქვს და მასაც დაუდასტურდება. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. გაფართოებული კვლევები დღეს ჩაუტარდებათ, რომლის შემდეგაც შეფასდება მათი ზოგადი მდგომარეობა.

ერთი შემთხვევა სომხეთიდან არის შემოტანილი, ორი თუ არ ვცდები შემოტანილია საფრანგეთიდან. მეოთხე შემთხვევა ბოლომდე მოძიებული არ არის, მაგრამ მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად