ეზუგბაია: ჩვენთან, COVID 19-ით ინფიცირებული 3 ბავშვია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტებთან საურბისას განაცხადა.

მარინა ეზუგაბაიას თქმით, ჯამში 18 გამოჯანმრთელებულია, აქედან 2 ბავშვი.

” 5 ბავშვიდან 2 უკვე გაჯანმრთელებული ბინაზე გადავა. 3 დაგვრჩება. მათ მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. დამაკმაყოფილებელია.”-ამბობს მარინა ეზუგბაია.

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, მათი რიცხვი ბოლო რამდენიმე საათია, არ შეცვლილა და ამ დროისთვის კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად