ეზუგბაია: ახალი 6 პაციენტის წყარო ცნობილია- 4 გორის ჰოსპიტალში, 2 საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” 6 დამატებული პაციენტის წყარო ცნობილია, ის ბოლო 2 შემთხვევა, რომელიც ვიცით, იმ ბოლო 2 შემთხვევის კონტაქტებია. მოთავსებულია 4 გორის ჰოსპიტალში, 2 საუნივერსიტეტო კლინიკაში.

2 ადამიანის კონტაქტებია მოძიებული, ამ 2 ადამიანის კონტაქტი არის 6. აქედან 4 მოთავსებულია გორში, 2 საუნივერსიტეტო კლინიკაში”-ამბობს ეზუგბაია.

მისივე თქმით, ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია.

„ამ 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 იმყოფება ჩვენთან. როგორც იცით, გუშინე ერთი შემოგვემატა, წყარო არის ინგლისი, დანარჩენი ექვსი დამატებული პაციენტების წყარო ცნობილია- განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად