ეზუგბაია: 4 პრობლემური პაციენტი გვრჩება, ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმე არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, დღეს დილის შემდეგ ერთი ახალი შემთხვევა შეემატა კლინიკას და დადასტურებული შემთხვევა არის 91.

” საერთოდ დილის შემდეგ არ შეცვლილა მდგომარეობა პრობლემური გვრჩება ოთხი პაციენტი. აქედან 2 კრიტიკულია, 2 ძალიან მძიმე პნევმონიით. ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. ეს ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად