Exim Bank-ი საქართველოში 500 მილიონი ევროს პროექტების განხორციელებას გეგმავს

საქართველოში მიმდინარე და განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები განიხილეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სლოვაკეთის Exim Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იგორ ლიხნოვსკიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

Exim Bank-ს, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 30 მილიონ ევრომდე ღირებულების პროექტები აქვს დაფინანსებული.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პრემიერმინისტრთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომელიც ბაკურიანში აკვაპარკისა და სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს და აღინიშნა, რომ Exim Bank-ის დაფინანსებით, საქართველოში 500 მილიონ ევრომდე ღირებულების საინვესტიციო პროექტების განხორციელება იგეგმება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე, კომპანია Green City-ს დირექტორი რამაზ მიქაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად