ევროსასამართლო: მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი რამდენიმე დანაშაულისთვის, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდებები არის “პოლიტიკურად მოტივირებული”

მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი რამდენიმე დანაშაულისთვის და იგი მიიჩნევს, რომ ბრალდებები არის „პოლიტიკურად მოტივირებული“, მას შემდეგ შიმშილობს, ამ მოთხოვნის მიღების დროისთვის, სულ 41 დღე, – ამის შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესრელიზში.

„მას ორჯერ ჩაუტარდა გამოკვლევა სამედიცინო კონსილიუმის მიერ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის შიმშილობს, ღებულობს მხოლოდ სითხეებს, ვიტამინებს და დაკარგა სხეულის მასის 10%, თუმცა მისი ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული გაუარესება არ დაფიქსირებულა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასამართლოსგან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ მოთხოვნაზე უარი ეთქვა.

“სააკაშვილი ამტკიცებდა, ხელისუფლებამ არ გადასცა სამედიცინო ბარათი, რომ ციხის საავადმყოფო არ იყო სათანადოდ აღჭურვილი მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და იქ მისი უსაფრთხოება ვერ იქნება გარანტირებული. ამგვარად, მან მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) მუხლებზე დაყრდნობით მოითხოვა მულტიფუნქციურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რასაც რეკომენდაციას უწევს სამედიცინო საბჭო, საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველები. საჩივარი ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 10 ნოემბერს შევიდა“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესრელიზში.

კომენტარები
იტვირთება...