ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. ამის შესახებ ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 9 კაციანი დელეგაცია, ტინი კოქსის ხელმძღვანელობით, გაემგზავრება საქართველოში 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. ისინი არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბელისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის წევრებთან ერთად დააკვირდებიან.

31 ოქტომბერს ბიულეტენების დათვლამდე დელეგაცია შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად