ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში კიწმარიშვილის მკვლელობის საქმე მოხვდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებულ რეზოლუციაში, მედიის თავისუფლების ნაწილში ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმე მოხვდა. 

"გამოძიებული უნდა იქნას საქართველოში ერთ-ერთი მთავარი სატელევიზიო არხების დამფუძნებლისა და მედია მენეჯერის ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა", – ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

ამასთან, ასამბლეა შეშფოთებულია იმით, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკამათო ცვლილებები შედის კანონპროექტში, რომელიც კერძო მაუწყებელთა ფინანსურ დამოუკიდებლობას შეამცირებს.

“ერთხმად გავიდა რეზოლუციის შესწორება, სადაც ევროსაბჭო ხელისუფლებას სთხოვს ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის ეფექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. ასევე შეშფოთებაა გამოხატული ბოლო დროს მიღებულ კანონზე სატელევიზიო რეკლამასთან დაკავშირებით, რომელიც ტელევიზიების ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფად აღიქმება”,-აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...