ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი რუსეთს ევროსაბჭოში დისბალანსის შექმნაში ადანაშაულებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის ლილიან მორი პასკეს განცხადებით, რუსულმა მხარემ ორგანიზაციის ნორმატიული ორგანოების მუშაობაში დისბალანსი შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

მისი განმარტებით, რუსული მხარე 2014 წლიდან ევროსაბჭოს მუშაობაში არ მონაწილეობს და მისი დელეგაციისთვის რეგისტრირებული ადგილები ცარიელია.

"ამ სიტუაციამ ევროპის საბჭოს ორ ნორმატიულ ორგანოში – მინისტრთა კომიტეტის რუსეთისა და ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლების შემადგენლობაში დისბალანსი შექმნა", – განაცხადა პასკემ.
მანამდე, რუსეთის ფედერალურ საბჭოში განაცხადეს, რომ რუსული მხარე ამა წლის ბოლომდე ევროპის საბჭოს ბიუჯეტში წვლილს არ შეიტანს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...