ევროსაბჭოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე ვაჟა-ფშაველას წერილიდან ციტატა ქართულად წაიკითხა

ბათუმში კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” მიმდინარეობს, სადაც სიტყვით გამოსვლისას ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას წერილიდან “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი” ამონარიდი ქართულად წაიკითხა.

“ვიზალიბერალიზაცია, რომელიც დაიდო საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ხელს უწყობს ვაჭრობის გაზრდას და გაფართოებას ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის.

მე პოლონეთის წარმომადგენელი ვარ, ამ ვიზალიბერალიზაციამ, ევროკავშირთან ასეთმა დაახლოებამ, მე გამაცნო ბევრი თქვენი ქვეყანა და დავინახე მისი კულტურისა და ისტორიის სიმდიდრე.

ობიექტური ჭეშმარიტებაც დაადგინეს დასავლეთ ევროპელებმაც. მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კლასიკოსი.

ეს გამოთქმა ას წელზე მეტი ხნისაა და თავისთავად ეს გულისხმობს გლობალიზაციას, და ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს, ნამდვილად გლიბალიზაცია გულისხმობს ადამიანის და აქვეყნების დაახლოებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობა, იმისათვისაა შექმნილი რომ ეს უარყოფითი რაღაცები წაიშალოს. ეს პარტნიორობა შეიქმნა და ვითარდება ძალიან რთულ პოლიტიკურ კონტექსტში, იქნება ეს ევროკავშირში თუ რეგიონში, ჩვენ ვიცით რომ ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევები არსებობს ყველა პარტნიორ ქვეყანაში.

საქართველო უნდა ვახსენოთ, როგორც ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხოების საკითხები დიდ გამოწვევად უდგას.
მიუხედავად იმისა რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ შექმნილა როგორც კონფლიქტების მოგვარების მექანიზმი, მას აქვს თავისი ღირებულებები და ამ ღირებულებებით იგი ცდილობს დაადგინოს სტაბილურობა ქვეყანაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ყოველთვის იყო მშვიდობის ინიციატორი და არასდროს ყოფილა მტრულად განწყობილი რომელიმე ქვეყნის მიმართ. პირიქით მისი მიზანი იყო რომ შეექმნა სამართლის უზენაესობა. სწორი მართლმსაჯულება, გამართული სისტემები თავის ქვეყნებში. ძალიან ბევრი კითხვა ისმება მის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და თქწვენი ევროკავშირში წევრობა არ არის ერთადერთი შეკითხვა. მაგრამ მოდი ნუ დავმალავთ იმ ფაქტს რომ ეს შეკითხვა კვლავაც დღის წქესრიგში რჩება”, – განაცხადა ტუსკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად